ბუფონის 650…
მოსალოდნელია, რომ დღევანდელ მატჩში კროტონეს წინააღმდეგ იუვეს კარს ჯიჯი ბუფონი დაიცავს და მისთვის ეს სერია ა-ში 650-ე მატჩი იქნება.
ჯიჯის დებიუტი სერია ა-ში 1995 წლის 19 ნოემბერს, მილანის წინააღმდეგ შედგა, როდესაც ლეგენდარული კიპერი ჯერ კიდევ პარმას ღირსებას იცავდა, მას შემდეგ კი მან 649 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და რეკორდის წინა მფლობელს, პაოლო მალდინის უკვე 2 თამაშით უსწრებს.
ეს ჯიჯის კარიერაში 24-ე სეზონია, რომელთაგან ერთი იუვესთან ერთად სერია ბ-ში, ერთი კი პსჟ-ს რიგებში გაატარა.
42 წლის კიპერმა ჩატარებულ 649 მატჩში კარის მშრალად შენახვა 296-ჯერ მოახერხა. ბუფონს ყველა ტურნირზე საერთო ჯამში 916 შეხვედრა დაუგროვდა, იტალიის ნაკრებში კი მას სარეკორდო 176 მატჩი აქვს ჩატარებული.