Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გადამწყვეტი საათები ბელოტის მომავალთან დაკავშირებით…

ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორები გუნდებს დაუბრუნდნენ და მათ შორის ტურინში ანდრეა ბელოტი დაბრუნდა, რომელსაც სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

ბელოტი დღეს ივან იურიჩს შეხვდება, რის შემდეგაც ის საბოლოოდ გადაწყვეტს, დარჩება თუ არა ტორინოს შემადგენლობაში.

ბელოტის ტურინულ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულს ეწურება და ტოროს მისი შენარჩუნება 2026 წლის ზაფხულამდე სურს, მაგრამ თუ იტალიელმა ფორვარდმა კონტრაქტს ხელი არ მოაწერა, მისი გაყიდვა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოუწევს.

ბელოტის იტალიაში მილანს და რომას უკავშირებდნენ, თუმცა ჟირუს და შომუროდოვის გაფორმების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანმა ბელოტის ტრანსფერზე იმუშაონ და თუ ბელოტი ტორინოს დატოვებს, ის სავარაუდოდ კარიერას იტალიის ფარგლებს გარეთ გააგრძელებს.