Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

განსხვავებული ინფორმაცია დიასის მილანში ტრანსფერთან დაკავშირებით

მილანმა და მადრიდის რეალმა ბრაჰიმ დიასის ტრანსფერი საბოლოოდ შეათანხმეს, თუმცა ესპანეთში და იტალიაში ტრანსფერის სხვადასხვა ფორმულაზე საუბრობენ.

Goal Espana-ს ინფორმაციით, ბრაჰიმ დიასი მილანს 2-წლიანი იჯარით შეუერთდება, მაგრამ როსონერის მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება და იჯარის ამოწურვის შემდეგ დიასი ბლანკოსის რიგებს დაუბრუნდება.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით კი, რომელიც ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა, მილანი დიასს 2-წლიანი იჯარით გაიფორმებს, რის სანაცვლოდაც გუნდი 3 მილიონს გადაიხდის და ბრაჰიმის გამოსყიდვა 22 მილიონად შეეძლება, ბლანკოსი კი ფეხბურთელის დაბრუნებას 27 მილიონის გადახდის შემთხვევაში შეძლებს.

დი მარციოს ცნობით, დიასი მილანში შაბათს ჩაფრინდება და დიდი ალბათობით ის 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.