Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გასპერინი:“ ნაპოლის დაუფასებლობა არ შეიძლება“

ჯან პიერო გასპერინიმ ნაპოლისთან მატჩის წინ, რომელიც ხვალ 21:00 საათზე დაიწყება, პრესკონფერენცია გამართა.

„ძალიან კარგია, რომ მადრიდის რეალის მატჩი ნაპოლის შემდეგ გვიწევს, რადგან ჩვენ ამ მატჩზე მეტი ყურადღების გადატანას მოვახერხებთ. პარტენოპეის ტრავმების გამო გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა მათი დაუფასებლობა ძვირად დაგვიჯდება.

„უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ თამაშისთვის მოსამზადებლად მთელი კვირა გვქონდა და სიმართლე რომ გითხრათ, ეს ძალიან გვჭირდებოდა. წინ ძალიან მნიშნელოვანი მატჩები გველოდება და გუნდმა დატვირთული გრაფიკის წინ ენერგიის აღდგენა მოახერხა.

„ჰანს ჰატობერი ხვალ ვერ დაგვეხმარება, მაელემ კი ფეხი იტკინა და ჯერ არ ვიცით, მოახერხებს თუ არა ის თამაშს.“

ატალანტამ გასულ კვირას ნაპოლი 3 – 1 დაამარცხა და კოპა იტალიას ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

„ნაპოლი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს და წინა მატჩის შედეგი ხვალინდელ შეხვედრაზე გავლენას ვერ მოახდენს, ჩვენ მოედანზე მაქსიმალურად კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ.

„სერია ა ძალიან გაძლიერდა და ახლა თითოეული ქულა ძალიან მნიშნელოვანია, ამიტომ ჩვენ მოდუნების საშუალება არ გვაქვს.

„ჩემპიონთა ლიგა ? ახლა ჩვენი მთელი ყურადღება სერია ა-ს მომდევნო მატჩზეა გადატანილი. ასევე არ შეიძლება კოპა იტალიას დავიწყება, რომელიც სეზონის სტარტზე ჩვენი მთავარი მიზანი იყო.“