Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გატუზო:“ მე მინდა მოვკვდე იქ, სადაც ვცხოვრობდი, ფეხბურთის მოედანზე“

ჯენარო გატუზომ ტორინოსთან მატჩზე, რომელიც ფრედ, ანგარიშით 1 – 1 დასრულდა, კომენტარი გააკეთა.

მწვრთნელმა ბოლო რამდენიმე მატჩისშემდგომი ინტერვიუ ჯანმრთელობის პრობლემების გამო გამოტოვა.

„ჩვენ დღეს ძალიან დასუსტებულები ვიყავით, რადგან ძალიან ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, თუმცა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და ქულის მოპოვება მაინც მოვახერხეთ.

„ვაღიარებ, რომ ბოლო 12 დღე ჩემს თავს არ ვგავდი. მინდა მივმართო ყველას და განსაკუთრებით ვაბშვებს, რომ როდესაც სარკეში იყურებით და რაღაც არ მოგწონთ ამაზე ნუ წუხართ, ცხოვრება მშვენიერია და თქვენც ულამაზესი ხართ.

„ვიცი, რომ ბიჭებს ჩემი ასეთ მდგომარეობაში ხილვა უჭირთ, მაგრამ მე ცოცხალი ვარ. მე ეს დაავადება უკვე 10 წელია მაწუხებს, თუმცა ეს გაივლის და ჩემი თვალიც ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება.

„ეს უბრალოდ ვიზუალურად არ არის ცუდი, სამწუხაროდ უდიდეს დაღლილობას ვგრძნობ და 24 საათის განმავლობაში თვალებში გაორება მაქვს, რაც ძალიან გაღიზიანებს. მხოლოდ ისეთი გიჟი ადამიანი, როგორიც მე ვარ, გაუძლებდა ამას.

„თუმცა ეს ჩემი ცხოვრებაა და ამაზე უარესებიც მომხდარა. ვიცი, ზოგიერთი თქვენგანი ფიქრობს, რომ მე 1 თვის სიცოცხლე დამრჩენია, მაგრამ მე კარგად ვარ და როდესაც მოვკვდები, მე მინდა იქ ვიყო, სადაც მთელი ცხოვრება, ფეხბურთის მოედანზე…“