Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

გლადბახმა იუვენტუსს ზაქარიას ფასი შეუთვალა

იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნახევარდაცვის გასაძლეირებლად შესაბამის კანდიდატურებს არჩევს და მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი გლადბახის ფეხბურთელი დენის ზაქარია იქნება.

ფეხბურთელს გერმანელებთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ის გლადბახთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს, ამიტომ გერმანელებს მისი ზამთარში გაყიდვა სურთ, რომ 25 წლის შვეიცარიელის უფასოდ დაკარგვა თავიდან აირიდონ.

გერმანული გამოცემა Sport Bild-ის ინფორმაციით, გლადბახი მზად არის ზაქარიას იანვარში 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს, თუმცა იუვენტუსის გარდა მის ტრანსფერზე მუშაობას ბაიერნი, ბარსელონა, ლივერპული და სხვა რამდენიმე გუნდი გეგმავს.