Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დამფრისი ინტერს უახლოვდება

ინტერი ბოლო საათებში პსვ-დან დენზელ დამფრისის ტრანსფერზე კიდევ უფრო გააქტიურდა და 25 წლის ნიდერლანდელის გაფორმება უახლოეს დღეებში სურს.

25 წლის ფეხბურთელი აშრაფ ჰაკიმის შეცვლის პრიორიტეტულ სამიზნედ მოიაზრებოდა, თუმცა ფულის არქონის გამო ნერაძური მის გაფორმებას ვერ ახერხებდა, რომელუ ლუკაკუს გაყიდვის შემდეგ კი ბენეამატა მზად არის პსვ-ს მოთხოვნილი თანხა გადაიხადოს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ცნობით, ინტერი მარჯვენა მცველის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც შემდგომში ბონუსების სახით 5 მილიონი დაემატება.