Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დანილო:“ სწორ გზაზე ვდგავართ“

იუვენტუსის უკანახაზელმა ბარსელონასთან მატჩის წინ განაცხადა, რომ ანდრეა პირლოს სქემაში თამაშით სიამოვნებას იღებს.

„თამაშის ასეთი სტილი ძალიან მომწონს. ჩვენ ბურთს ვაკონტროლებთ და საკუთარ საჯარიმოსთან მეტოქეებს ბევრად ნაკლები მომენტის შექმნის საშუალებას ვაძლევთ.

„ხვალ რა მოხდება არ ვიცი, თუმცა მე მზად ვარ, რომ გუნდისთვის მაქსიმალურად დავიხარჯო. ჩვენ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ და მოედანზე უფრო სწრაფად უნდა ვიმოძრაოთ. ჩემი აზრით, გუნდი სწორ გზაზე დგას.

„ასეთი მატჩები ფეხბურთის ისტორიას წერს, ჩვენ გამარჯვება გვინდა. რონალდუ ? ის ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა, თუმცა ჩვენ მის გარდა სხვა უამრავი ძალიან ძლიერი ფეხბურთელი გვყავს“