Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დელ პიერო:“ იბრაჰიმოვიჩმა მილანი შეცვალა“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ მილანის შესახებ ისაუბრა.

„პანდემიამდე მილანი სამარცხვინო გუნდი იყო, დღეს კი მათი თითოეული მარცხი ძალიან გვიკვირს.

„როსონერი თავისი შესანიშნავი ფეხბურთელების დამსახურებით ყოველთვის დიდი ინტენსიობით თამაშობს და დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მათ ბრძოლის სურვილი ყოველთვის ეტყობათ.

„გუნდში ყველაფერი შეიცვალა და ეს პირველ რიგში ზლატან იბრაჰიმოვიჩის და მისი მენტალობის დამსახურებაა.“