დემეს კორონა ვირუსი აქვს
ნაპოლიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დიეგო დემეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.
29 წლის ფეხბურთელი, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოირჩინა, კორონა ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთან კავშირი დაუდგინდა, რის გამოც მას სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდა და ვირუსი თავადაც დაუდასტურდა.
დემე იზოლაციის პერიოდს სახლში გაივლის, მას ვირუსის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება.