Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დეპაიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

ლიონის ფორვარდმა მემფის დეპაიმ, რომელის ბოლო პერიოდში რამდენიმე ევროპული გრანდის გარდა იუვენტუსს, ინტერს და მილანს დაუკავშირეს, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

„ჯერჯერობით ჩემს მომავალზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს მე თავადაც არ ვიცი. ასეთ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ, რადგან მე რამდენიმე არჩევანი მაქვს.

„ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ არის, თუმცა ახლა პირველ რიგში სეზონის წარმატებულად ჩამთავრება მსურს.“