Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დეულოფეუმ მილანში დაბრუნდება არ გამორიცხა

უოტფორდი პრემიერ ლიგას დაემშვიდობა და გუნდის გარემარბი, ჟერარდ დეულოფეუ, რომელიც მილანში 2017 წლის  იანვარში გადავიდა და გუნდი იმავე წლის ივნისში დატოვა, როსონერიში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

„ახალი გუნდის ძიებაში ვარ და ერთ-ერთ გუნდად მილანი ნამდვილად განიხილება. იქ 6 შესანიშნავი თვე გავატარე და სწორედ მილანში დაიბადა ჩემი შვილი.

„რამდენიმე წინადადება ესპანეთიდან და ინგლისიდანაც მაქვს, თუმცა ახლა მთავარია, რომ უოტფორდთან კონტრაქტის გაწყვეტა მოვახერხო.

„სეზონი საკმაოდ ცუდი გამოვიდა, მე ვიცი, რომ მეტი შემიძლია. მინდა, რომ განვითარება გავაგრძელო და დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლო.“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *