Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დეშამმა საფრანგეთის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, ზიდანის იუვენტუსში მისვლა რეალური ხდება…

საფრანგეთის ნაკრებმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დიდიე დეშამი ნაკრების სათავეში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება, რაც დიდი ალბათობით იმის მანიშნებელია, რომ ზინედინ ზიდანი საკლუბო ფეხბურთში დაბრუნდება.

ფრანგულ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ დეშამი მუნდიალის შემდეგ ნაკრებს დატოვებდა და მას სწორედ ზიზუ შეცვლიდა, თუმცა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ დეშამის შენარჩუნება გადაწყვიტა.

არაერთი წყაროს ინფორმაციით, ზიდანი ახალ გუნდს ზაფხულში ჩაიბარებს და ამ მომენტისთვის ყველაზე ხშირად მის სახელს იუვენტუსს უკავშირებენ.