Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლიხტი:“ იუვენტუსს ნათელი იდეები აქვს“

ფიორენტინასთან მატჩის წინ მატიას დე ლიხტმა კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ რთულ მატჩს ველოდებით, რადგან ფიორენტინას ხარისხიანი შემადგენლობა ჰყავთ და შეუძლიათ, რომ ნებისმიერ გუნდს პრობლემები შეუქმნან.

„ჩვენ კარგ ფორმაში ვართ, თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ და მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ.

„იუვენტუსი ყველა კომპონენტში უმატებს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ჩვენ გვაქვს ნათელი იდეები, თუ როგორი ფეხბურთის თამაში გვსურს.“