Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე პაულის ატლეტიკოში ტრანსფერი ჩალჰანოღლუს მილანში ტოვებს ?

ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, რომ ატლეტიკომ როდრიგო დე პაულის ტრანსფერი შეათანხმა და ესპანელები ჰაკან ჩალჰანოღლუს გაფორმებით დაინტერესებულები აღარ არიან, ამიტომ თურქი ფეხბურთელის მილანში დარჩენის შანსი საგრძნობლად გაიზარდა.

ატლეტიკო დე პაულს, რომელსაც მილანიც უმიზნებდა, 35 მილიონ ევროდ იფორმებს, რასაც 5 მილიონი ბონუსებით დაემატება, მილანს კი ამ თანხის გადახდა არ შეეძლო და არგენტინელი ფეხბურთელი ესპანელებს დაუთმო.

Calciomercato-ს ცნობით, ჩალჰანოღლუს ატლეტიკოს გარდა სხვა წინადადება არც ერთი გრანდისგან არ მიუღია. მისი გაფორმება თურქეთის რამდენიმე კლუბს სურს, თუმცა ჰაკანს ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში და სავარაუდოდ მილანის წინადადებას დათანხმდება.