Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალას კუნთის ტრავმა დაუდასტურდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, რომას ფორვარდს პაულო დიბალას პირველადი შემოწმების შემდეგ ბარძაყის კუნთის ტრავმა დაუდასტურდა.

Calciomercato-ს ცნობით, ლა ხოიამ ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაიტარა, რამაც მარცხენა ფეხის კვადრიცეპსის კუნთის ტრავმა, რომელიც მან 11-მეტრიანის შესრულების დროს მიიღო, დაადასტურა.

წყაროს ცნობით, დიბალა დღეს MRI ტესტს ჩაიტარებს, რის შემდეგაც არგენტინელის დაბრუნების მიახლოებული თარიღი გვეცოდინება. გამოცემის ინფორმაციით, ტრავმის სიმძიმის მიხედვით, ლა ჯოიამ შესაძლოა 4-დან 8 კვირამდე გამოტოვოს.