Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიმარკო:“ ერთი სული მაქვს, როდის გავაფორმებ ინტერთან ახალ კონტრაქტს“

ინტერის უკანახაზელმა ფედერიკო დიმარკომ დაადასტურა, რომ გუნდთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და ნერაძური მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას მალე გააოფიციალურებს.

„ინტერის მაისურით თამაში ჩემთვის ბავშვობიდან უდიდესი ცონება იყო და ახლა ბედნიერი ვარ, რომ ამ ოცნების ახდენის საშუალება მომეცა.

„მოლაპარაკებები გუნდსა და ჩემს აგენტს შორის კონტრაქტის თაობაზე უკვე მიმდინარეობს და მე ერთი სული მაქვს, როდის გავაფორმებ ახალ ხელშეკრულებას. მე ინტერში დარჩენა მაქსიმალურად დიდი ხანი მსურს და აქედან წასვლას არც კი განვიხილავ.“