Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ კესის კონტრაქტის სიტუაციაზე ისაუბრა

მილანი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ფრანკ კესის კონტრაქტზე მუშაობს და ფეხბურთელთან, რომელსაც მიმდინარე ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება, გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, როსონერის მოლაპარაკებების დასრულება მაქსიმალურად მოკლე დროში სურს, რადგან ბოლო დღეებში კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის ტრანსფერზე ლივერპული გააქტიურდა, რომელიც ვეინალდუმის შემცვლელს ეძებს და ინგლისელები მზად არიან ფეხბურთელს ხელფასის სახით 7-8 მილიონი ევრო გადაუხადოს.

წყაროს ცნობით, მილანს კესისთან კონტრაქტის 2026 წლამდე გახანგრძლივება სურს და მას ხელფასის გაზრდას 5.5 მილიონამდე ჰპირდება, რასაც 500,000 ბონუსების სახით დაემატება.