Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციომ კესის კონტრაქტის სიტუაციაზე ისაუბრა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ფრანკ კესის კონტრაქტთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, ფრანკ კესის გუნდიდან წასვლა უფრო მოსალოდნელია, ვიდრე ახალი ხელშეკრულების გაფორმება. დი მარციოს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებებში წინსვლა არ შეიმჩნევა და მილანი ამ სიტუაციის მოგვარებას ისევე გეგმავს, როგორც დონარუმასთან მიმართებაში მოიქცა.

დი მარციოს ცნობით, თუ კესი უახლოეს კვირეებში მოთხოვნილ ხელფასს არ შეამცირებს, რაც ამ მომენტისთვის დაახლოებით 9 მილიონი ევრო გახლავთ, როსონერი მასთან ყველანაირ მოლაპარაკებებს შეწყვეტს და მისი შემცვლელის ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს, ეს კი სავარაუდოდ ლილის ნახევარმცველი რენატო სანჩესი იქნება.