Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი მარციო: ტომორი მილანში გადაწყვეტილია, ფირპოს ტრანსფერი ჩაიშალა

ჯანლუკა დი მარციომ მილანის სატრანსფერო საქმიანობაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი მტკიცებით, ჩელსის ფიკაიო ტომორის ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე ყველა დეტალი შეთანხმებულია და ფეხბურთელი მილანს უახლოეს საათებში ეწვევა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და გუნდს შეუერთდება.

ფირპოს რაც შეეხება, მისი მილანში ტრანსფერი გამოირიცხა. როსონერიმ ვერც ფეხბურთელთან და ვერც ბარსელონასთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოახერხა და ამ ტრანსფერზე მუშაობა შეაჩერა. არ არის გამორიცხული, რომ როსონერიმ მცველი საერთოდ აღარ დაიმატოს.