Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმა:“ მილანის მადლობელი ცხოვრების ბოლომდე ვიქნები“

ჯიჯო დონარუმამ მილანიდან წასვლის შემდეგ პირველი ვრცელი ინტერვიუ Red Bull-თან ჩაწერა, რომელშიც წარსულზე და აწმყოზე ისაუბრა.

რა იყო თქვენი ბავშვობის ოცნება ?

„ჩემი მიზანი ყოველთვის პირველ ნომრებს შორის პირველობა იყო.“

ვისი პოსტერები გქონდათ ბავშვობაში  თქვენს ოთახში ?

„ბავშვობაში ჩემი ოთახი სავსე იყო ფეხბურთის აქსესუარებით და ბუფონი-დიდას პოსტერებით, რომლებიც ჩემი კუმირები და მისაბაძი მაგალითები იყვნენ.“

ვარჯიში ბავშვობაში…

„როდესაც შედარებით პატარა ვიყავი, მე არც თუ ისე კარგად გაწერილი სავარჯიშო სესიები მქონდა, თუმცა კარებში დგომა და ბურთების მოგერიება ყოველთვის ძალიან მსიამოვნებდა. იმ წლებთან შესანიშნავვი მოგონებები მაკავშირებს. როდესაც ვისვენებ, მე სწორედ ამ ბედნიერ მომენტებზე ვფიქრობ, რაც წინსვლის ძალას მაძლევს.“

კარში დგომის პირველი გამოცდილება..

„პირველად კარში 5 წლის ასაკში ჩავდექი, როდესაც ბიძაჩემმა, რომელიც ჩემს ძმას ავარჯიშებდა, მოედანზე წამიყვანა. იმ დღეს მივხვდი, რომ მეკარეობა ჩემი მოწოდება იყო. მე ბურთის არასოდეს შემშინებია და შესაძლოა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ მეკარე გავმხდარიყავი.“

პირველი გუნდი.

„ჩემი პირველი გუნდი ნეაპოლის კასტელამარე იყო, სადაც 5-დან 13 წლამდე ვთამაშობდი. მოედნის საფარი რბილად რომ ვთქვათ საუკეთესო არ ყოფილა, თუმცა მე კარში გატარებული თითოეული წუთით უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი. დილით სკოლაში მივდიოდი და ერთი სული მქონდა, თუ როდის მოვიდოდა ვარჯიშის დრო.“

ბავშვობის ოცნებები.

„ჩემი უდიდესი ოცნება ბავშვობაში იტალიის მაისურით მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იყო. მისტერ ფერაროს ჩემი სწამდა და მიმეორებდა, რომ ფეხბურთისადმი ვნებით და შრომისმოყვარეობით ერთ დღეს ნაკრებში აუცილებლად მოვხვდებოდი.“

პირველი დღეები მილანში.

„მილანმა ჩემთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა და ამას არასოდეს დავივიწყებ. პირველად მილანში კამპანიადან გადავბარგდი და ეს ძალიან ამაღელვებელი, მაგრამ ამავდროულად რთული მომენტი იყო. დედაჩემი ტიროდა, რაც ძალიან ძნელი სანახავი იყო, მაგრამ მე ვიცოდი, რომ გაჩერება არ შეიძლებოდა. მე ბედნიერი, მაგრამ ამავდროულად განერვიულებული ვიყავი, რადგან ახალ ქალაქში ჩავდიოდი, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი. თავიდან სახლი ძალიან მენატრებოდა, თუმცა ვარჯიშები ამ მომენტებში მეხმარებოდა.

„სახლის დატოვება მარტივი არ ყოფილა, მაგრამ მილანში მე შესანიშნავი გარემო დამხვდა. ახალგაზრდულ სექტორში მილანის ბორდი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავი ისე ეგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში.

„სკოლის და ვარჯიშის შემდეგ ჩვენ ბევრ იდრო არ გვრჩებოდა, თუმცა ვიდეო-თამაშები ძალიან გვიყვარდა და ერთად დროს კარგად ვატარებდით.“

გზა მილანისკენ და დებიუტი.

„მე ერთი წელი მილანის ასაკობრივ გუნდებში ვთამაშობდი, შემდეგ კი პრიმავერაში მოვხვდი. მესამე წელს მე როსონერის ძირითად გუნდში ჩავირიცხე და სერია ა-ში დებიუტი მქონდა. პრიმავერაში კურსის ბოლო პერიოდში მათ დამირეკეს და მითხრეს, რომ მე ძირითადი გუნდის მესამე მეკარე ვიქნებოდი, შემდეგ კი რაც მოხდა კარგად იცით.

„დებიუტის დღე შესანიშნავად მახსოვს, ასეთი გრძნობა არასოდეს მქონია. მწვრთნელმა დამირეკა და მითხრა, შემეშინდებოდა თუ არა ძირითად შემადგენლობაში თამაშის, თუმცა მან იცოდა, რომ მე ამ მომენტს მოუთმენლად ველოდებოდი. მან მე თავდაჯერებულობა მომცა და მითხრა, რომ მე უძლიერესი ვიყავი. მე მისი მადლიერი ცხოვრების ბოლომდე ვიქნები, ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო.

„როდესაც გავიგე, რომ მე სასტარტოში ვიქნებოდი, იმწამსვე მამაჩემს დავურეკე და ის პირველივე მატარებლით ქალაქში ჩამოვიდა, რომ თამაში ენახა. მე ჩემს ოჯათან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, რამაც მილანში დარჩენის და ვარჯიშის მოტივაცია მომცა.“

საკუთარ კარში გატანილი გოლი ბერარდის დარტყმის შემდეგ.

„პირველ შეხვედრაში ბერარდიმ დარტყმული ძელს მოახვედრა, რომელიც შემდეგ მე შემეხო და გოლი გავიდა. ასეთი შეცდომის შემდეგ, შენ ამ მომენტს დიდი ხანი ვერ ივიწყებ. ისედაც ადრენალინით სავსე, მე ამ მომენტის შემდეგ ძალიან გამიჭირდა და იმაზე ვფიქრობდი, თუ რითი გამომესწორებინა შეცდომა. მეორე დღეს სავარჯიშოდ ძალიან დემორალიზებული მივედი, მაგრამ სინიშამ დამიძახა და ტოლდოს კარში იგივე სიტუაციაში გატანილი გოლი მანახა და მითხრა, რომ ასეთი რაღაც საუკეთესოებსაც მოსდიოდათ, ამიტომ ამ თემაზე ბევრი არ უნდა მეფიქრა, რაც ძალიან დამეხმარა.“

თავდაჯერებულობა…

„მე ყოველთვის ძალიან დიდი მონდომებით ვვარჯიშობდი და მსხვერპლის გაღებას არ ვერიდებოდი, რაც განვითარებაში ძალიან დამეხმარა. მე უდიდეს პროფესიონალებთან ერთად მუშაობა საკმაოდ პატარა ასაკიდან მომიწია და ეს თავდაჯერებულობის მოპოვებაში ძალიან დამეხმარა. მართალია ჯერ საკმაოდ ახალგაზრდა ვარ, მაგრამ გასახდელში ჩემი სათქმელის თქმა ყოველთვის შემიძლია. მეკარემ მოედანზე უნდა იაქტიუროს და მცველებს ხმა გააგონოს, რაც მათ უსაფრთხოების განცდას უჩენს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“

პირადი მიზნები.

„ჩემი უმთავრესი მიზანი კარიერაში ბევრი ტიტულის მოგებაა და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ოქროს ბურთის მოპოვებასაც მოვახერხებ