Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დონარუმა სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო კიპერი გახდა

ცოტა ხნის წინ სერია ა-მ დუშან ვლაჰოვიჩი გასული სეზონის სერია ა-ს საუკეთესო 23-წლამდელ ფეხბურთელად დაასახელა, რის შემდეგაც ლეგას წარმომადგენლებმა საუკეთესო მეკარეც დაასახელეს.

ეს პატივი მილანის უკვე ყოფილ კარის დარაჯს ჯიჯო დონარუმას ერგო. ახალგაზრდა იტალიელმა ფეხბურთელმა 37 მატჩში 38 გოლი გაუშვა, კარი მშრალად 14-ჯერ შეინახა და მლანს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოაპოვებინა, თუმცა ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.