Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ევერტონი და ასტონ ვილა კორეას ტრანსფერისთვის იბრძვიან

ხოაკინ კორეას ლაციოდან შესაძლო წასვლის შესახებ იტალიურ მედიაში საუბრები არ წყდება და რამდენიმე გამოცემის ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, 27 წლის ფორვარდის ტრანსფერზე ასტონ ვილა და ევერტონი იბრძვიან და ფავორიტად პირველი მათგანი მოიაზრება.

ასტონ ვილამ სულ ახლახანს მანჩესტერ სიტიში ჯეკ გრელიში 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვა და ლაციოს მოთხოვნილი 35 მილიონის გადახდა კორეას სანაცვლოდ არ უნდა გაუჭირდეს.