Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ესპანური მედია: რონალდუმ იუვეს დატოვება გადაწყვიტა

ესპანური მედიის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუმ იუვენტუსის დატოვება გადაწყივტა და დიდი ალბათობით ის კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.

გუშინ კრიშტიანუმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, წარწერით:“ გადაწყვეტილების მიღების დღეა!“ და გამოცემა Sport-ის ცნობით, ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ტურინის დატოვება გადაწყვიტა.

რონალდუს მიმდინარე კონტრაქტი იუვესთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და ის სეზონში ხელფასის სახით 31 მილიონს იღებს, ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ ალეგრი რონალდუს დიდი მოყვარული არ არის და ამიტომ მისი გაყიდვის წინააღმდეგი არც ბიანკონერი იქნება.

სხვადასხვა გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ პსჟ-ს მაურო იკარდის მოსთხოვს, რომელიც პარიზელების გეგმებში არ შედის…