Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვერნერის ფასი შესაძლოა საგრძნობლად დაეცეს

ინტერის სამიზნე ტიმო ვერნერის ფასი შესაძლოა 50 მილიონამდე დაეცეს იმ შემთხვევაში,თუ ლეიფციგმა ბუნდესლიგის მოგება ვერ მოახერხა.

მილანელები ვერნერს ლაუტარო მარტინესის იდეალურ შემცვლელად განიხილავენ.

იტალიური მედიის მტკიცებით,ლეიფციგის ბუნდესლიგაზე წარუმატებლობის შემთხვევაში,ტიმოს ფასი 50-60 მილიონამდე დაეცემა.

ლეიფციგი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს და ლიდერ ბაიერნს 5 ქულით ჩამორჩება.გერმანულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლაც მოახერხა.

ინტერს კონკურენტის სახით ლივერპული ჰყავს.იურგენ კლოპი ვერნერის დიდი გულშემატკივარია და ადვილად მის დათმობას არ აპირებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *