Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიალი:“ იუვენტუსს რთული სეზონი ელოდება“

ვიალიმ, რომელიც იუვენტუსის ბოლო კაპიტანი იყო, რომელმაც ტურინელთა რიგებში ჩემპიონტა ლიგის ტიტულის აწევა მოახერხა, მიმდინარე სეზონის ფავორიტებზე ისაუბრა.

„ჩემი აზრით, იუვენტუსს წინ ბოლო წლებში ყველაზე რთული სეზონი ელოდება და ეს მარტო ახალბედა მწვრთნელის გამო არ არის გამოწვეული. ზედიზეც 9 სკუდეტოს მოპოვების შემდეგ, ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია, რომ ჩვეული მოტივაცია შეინარჩუნო და ამას ისიც ემატება, რომ სხვა გუნდები ძალიან გაძლიერდნენ.

„ვინ მოიგებს არ ვიცი, თუმცა ერთი რამ ნათელია, წელს იუვე ისეთი გამოკვეთილი ფავორიტი აღარ არის, როგორც ადრე იყო.

„ატალანტა ? მათი თამაში ძალიან მომწონს და ამ გუნდში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. მათ ისეთი სტილი აქვთ, რომ თითოეული ფეხბურთელი ჩართულია, იტანენ ბევრ გოლს და კარგ დროს ატარებენ.

„ბოლო წლებში პაპუ გომეშმა ძალიან მოუმატა, ის სრულყოფილი მოთამაშე გახდა. ის პრობლემებს აგვარებს და თამაშებს იგებს.

„ჩემი აზრით, მას Ballon d’Or-ეკუთვნის, თუმცა როდესაც მესი, რონალდუ, ნეიმარი და ლევანდოვსკი თამაშობენ, პაპუს ამ ჯილდოს არავინ მისცემს.“