Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიდალის აგენტი მარსელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

იტალიურ მედიაში არტურო ვიდალის ინტერიდან წასვლის შესახებ ხმები არ წყდება და სხვადასხვა წყაროს ცნობით, მის ტრანსფეზე ყველაზე მეტად მარსელი აქტიურობს.

ვიდალს ინტერთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მისი ხელფასი მომდევნო სეზონიდან 5 მილიონიდან 6.5 მილიონამდე უნდა გაიზარდოს, რაც ნერაძურის რთულ ფინანსურ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმეს, ამიტომ მათ ფეხბურთელის გაყიდვა სურთ.

FCInterNews-ის ცნობით, მარსელი მზად არის ვიდალს 2-წლიანი კონტრაქტი და სეზონში ხელფასფის სახით 4 მილიონი ევრო შესთავაზოს. არტუროს მარსელში ტრანსფერს ფრანგულ გუნდში ხორხე სამპაოლის ყოფნაც უწყობს, რომელიც ვიდალს ჩილეს ნაკრებში წვრთნიდა.

ვიდალის გარდა, ინტერს დიდი ალბათობით ეშლი იანგი, ალეკსანდრ კოლაროვი, დანიელე პაელი, ანდრეა რანოკია და დანილო დ’ამბროზიო დატოვებენ.