Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიდალის ინტერში ტრანსფერი დროის საკითხია

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, არტურო ვიდალის ნერაძურიში ტრანსფერი უკვე მოგვარებულია და ჩილელი ფეხბურთელი მილანში უახლოეს დღეებში ჩავა, რომ სამედიცინო შემოწმება გაიაროს და კონტრაქტი გააფორმოს.

ვიდალი და ინტერი პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეთანხმდნენ და არტურო ბლაუგრანას მწვანე შუქს ელოდება, რომელსაც ის ძალიან მალე მიიღებს.

აქვე მოგახსენებთ, რომ ინტერმა კოლაროვის ტრანსფერიც მოაგვარა. ნერაძური მის სანაცვლოდ ჯალოროსის 1 მილიონ ევროს გადაუხდის, შემდგომში კი ბონუსების სახით 500,000 ევროს გადაურიცხავს.

კოლაროვი ინტერთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ანაზღაურების სახით 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *