ვიდალი:“ ინტერს სკუდეტოს მოგება შეუძლია“
იუვენტუსის დამარცხების შემდეგ ერთ-ერთი გოლის ავტორმა არტურო ვიდალმა კომენტარი გააკეთა.
„ეს ჩემთვის და მთელი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ჩვენ იტალიაში საუკეთესო გუნდს ვუპირისპირდებოდით და მერწმუნეთ, 3 ქულის მოპოვება ადვილი არ ყოფილა.
„ბედნიერი ვარ, რომ გოლის გატანა მოვახერხე, მაგრამ მთავარი გუნდის გამარჯვებაა და დღეს ჩვენ ყველას დავუმტკიცეთ, რომ სკუდეტოს მოგება შეგვიძლია.“