Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიდალი:“ მესის და რონალდუს შედარება შეუძლებელია“

არტურო ვიდალმა ანდრეა პირლოს, მესის და რონალდუს შესახებ ისაუბრა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ანდრეა პირლომ თავისი სამწვრთნელო კარიერა ასეთი მაღალი დონის გუნდიდან დაიწყო. ის ნამდვილად კარგი ადამიანია და ჩვენ კონტაქტს დიდი ხნის განმავლობაში ვინარჩუნებდით.

„იუვენტუსის წინააღმდეგ ინტერის მაისურით თამაში უცნაური იქნება, თუმცა მე მოედანზე ნებისმიერ მეტოქესთან 100 პროცენტით ვიხარჯები და გამონაკლისი არც ბიანკონერი იქნება.

„რონალდუ თუ მესი ? კრიშტიანუ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, თუმცა მესისთან შედარება შეუძლებელია, ლეო სულ სხვა პლანეტიდან არის და ბარსელონაში ყოფნის დროს ჩვენ ახლო მეგობრებიც გავხდით.

„არ ვიცი, დატოვებს თუ არა ის ბარსელონას, თუმცა იმედი მაქვს, რომ ის ბედნიერია და გადაწყვეტილებას გულით მიიღებს.“