Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვიერი:“ ინტერს იუვესთან ბრძოლა მხოლოდ კონტესთან ერთად შეეძლო, ახლა ტურინელების დომინაცია დაიწყება…“

ინტერის ლეგენდარული ფორვარდის ბობო ვიერის აზრით, მომდევნო სეზონიდან იტალიაში კვლავ იუვენტუსის დომინაცია დაიწყება და ტურინელებთან ბრძოლა მხოლოდ ანტონიო კონტეს შეეძლო.

ვიერიმ ინტერის რიგებში 190 მატჩი გამართა და 123 გოლის გატანა მოახერხა.

„ინტერისთვის ყველაზე დიდი დანაკლისი არა ლუკაკუ ან ჰაკიმი, არამედ ანტონიო კონტეა. კონტესთან ერთად, ინტერს სკუდეტოსთვის ბრძოლა დარჩენილი შემადგენლობითაც შეეძლო, ახლა კი იუვენტუსი უკონკურენტოა.

„ვფიქრობ, რომ მომდევნო სეზონიდან იუვენტუსის დომინაცია დაიწყება და მინიმუმ 3-4 სეზონის განმავლობაში ბიანკონერის რეალურ წინააღმდეგობას სერია ა-ში ვერავინ გაუწევს.“