Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ვლაჰოვიჩის მილანში ტრანსფერს ლეაო შეეწირება

დუშან ვლაჰოვიჩი მილანის საოცნებო ტრანსფერია, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით ფიორენტინა მის სანაცვლოდ 70-80 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც როსონერის გაუჭირდება.

Calciomercato-ს ცნობით, როსონერის იმედი აქვს, რომ ფიორენტინა ამ თანხას საგრძნობლად შეამცირებს და 21 წლის სერბი ფორვარდის გაფორმებას 55-60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეძლებს, თუმცა მილანისთვის არც ამ თანხის გადახდა იქნება მარტივი.

მილანმა ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე სამუშაოდ პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოიპოვოს და ამის გარდა, წყაროს ცნობით მალდინი – მასარას დუეტი ფიორენტინას ფორვარდის ტრანსფერისთვის მზად არის გუნდიდან რაფაელ ლეაო გაუშვას, რომელმაც სტაბილური თამაშის ჩვენება ვერ მოახერხა.

წყაროს ცნობით, როსონერის იმედი აქვს, რომ ლეაოს 35-40 მილიონის სანაცვლოდ გაყიდის და მიღებულ თანხას მთლიანად ვლაჰოვიჩის ტრანსფერს მოახმარს.