Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ზაფხულში ძანიოლოსთვის მილანი და იუვენტუსი იბრძოლებენ

ნიკოლო ძანიოლოს რომადან წასვლა მიმდინარე სეზონის ბოლოს ფაქტობრივად გადაწყვეტილია და იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელის პრიორიტეტი კვლავ სერია ა-ში დარჩენაა, ამიტომ ის არჩევანს მილანსა და იუვენტუსს შორის გააკეთებს.

SportItalia-ს ცნობით, რომას სეზონის ბოლოს ნიკოლოს გაცილებით იაფად გაყიდვა მოუწევს, რადგან იტალიელის მიმდინარე კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში იწურება.

წყაროს ინფორმაციით, ფავორიტად ამ ეტაპზე მილანი მოიაზრება, რომელამც ფეხბურთელის აგენტთან პირადი კონტრაქტის დეტალები იანვარში უკვე შეათანხმა, მაგრამ თუ იუვენტუსმა სასამართლოსთან არსებული პრობლემები სეზონის ბოლომდე მოაგვარა, ტურინელები, რომლებიც ანხელ დი მარიას შემცვლელის ძიებაში არიან, მილანს სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ.