Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ზიეიჩი მილანის რადარზე დაბრუნდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჩელსის ფეხბურთელი ჰაკიმ ზიეიჩი, რომელსაც როსონერის გასული თვეების განმავლობაში აქტიურად უკავშრებდნენ, ლომბარდიული გრანდის სატრანსფერო რადარზე დაბრუნდა.

ჩელსიში მას შემდეგ, რაც გუნდმა მფლობელი შეიცვალა, სერიოზული ცვლილებები იგეგმება და გუნდის შემადგენლობას ძალიან ბევრი ფეხბურთელი, მათ შორის ზიეიჩიც დატოვებს, PianetaMilan-ის ცნობით კი მისი გაფორმების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი მილანი იქნება.

მოროკოელ ფეხბურთელს როგორც შემტევი ნახევარმცველის, ასევე მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც მის კანდიდატურას როსონერის ხელმძღვანელობისთვის ორმაგად მიმზიდველს ხდის.

წყაროს ცნობით, ჩელსი 29 წლის ფეხბურთელის არენდით გაშვების წინააღმდეგი არ არის, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით, რაც როსონერის ამ ზაფხულში ფულის სხვა პოზიციებზე დახარჯვის საშუალებას მისცემს…