Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ზლატანი და მილანი შეთანხმდნენ

Sky Sport Italia-ს მტკიცებით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მილანი საბოლოოდ შეთანხმდნენ და შვედი ფეხბურთელი გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება.

მილანი იბრას ულტიმატუმს დათანხმდა და ის სეზონში ანაზღაურების სახით ყოველგვარი ბონუსების გარეშე 7 მილიონ ევროს მიიღებს.

იბრა როსონერის ღირსებას 2021 წლის ივნისამდე დაიცავს, თუმცა სურვილის შემთხვევაში მხარეებს კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების საშუალება ექნებათ.

ზლატანი მომავალ სეზონში ნომერსაც შეიცვლის და ის მილანის ღირსებას 9-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *