Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრას შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს…

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იუვენტუსთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და თითქმის გადაწყვეტილია, რომ მისთვის სეზონი დასრულებულია, თუმცა Tuttosport-ის ინფორმაციით, საქმე შესაძლოა უფრო რთულად იყოს…

წყაროს ცნობით, გუშინ იბრას აგენტმა მინო რაიოლამ ვოლკერ მუსალს დაურეკა, ქირურგს, რომელმაც 2017 წელს იბრაჰიმოვიჩს მუხლზე ოპერაცია გაუკეთა და მასთან კონსულტაცია ჩანიშნა.

წყაროს ცნობით, იბრა კონსულტაციას საფრანგეთში გაივლის და დიაგნოზი შესაძლოა იმაზე მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე ველოდით…