Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრაჰიმოვიჩის სიტუაციამ მილანის გეგმები შეცვალა…

ოლივიე ჟირუს გაფორმების შემდეგ, მილანი ფორვარდის ტრანსფერში ფულის დახარჯვას აღარ აპირებდა და მომდევნო სეზონში იბრაჰიმოვიჩი-ჟირუს იმედად აპირებდა ყოფნას, თუმცა ზლატანის თაობაზე გავრცელებული ბოლო ინფორმაციების შემდეგ, როსონერიმ შესაძლოა კიდევ ერთი ფორვარდი დაიმატოს.

იბრაჰიმოვიჩს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ოპერაცია გაიკეთა, გუნდთან ერთად ვარჯიში ორშაბათს უნდა დაეწყო, მაგრამ როგორც ჩანს მისი აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით არ მიმდინარეობს და გუნდს სეზონის ერთი ცენტრ-ფორვარდით დაწყება არ სურს.

წყაროს თქმით, მილანი მესამე ფორვარდის ტრანსფერში ბევრი ფულის დახარჯვას არ აპირებს და სავარაუდოდ საფრანგეთის ან ბელგიის ჩემპიონატებიდან რომელიმე ახალგაზრდა შემტევს ამოარჩევს, რომელსაც იჯარით დაიმატებს.