Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრაჰიმოვიჩი ვარჯიშს დაუბრუნდა

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვარჯიშს დაუბრუნდა და დიდი ალბათობით ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში გუნდის დახმარებას შეძლებს.

როსონერი სეზონს 17 სექტემბერს, შემროკ როვერსთან გასამართი მატჩით იწყებს, თუმცა ზლატანის თამაში მარჯვენა ფეხზე მიღებული მიკრო ტრავმის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, რის გამოც მან გუნდის ამხანაგური მატჩები გამოტოვა, თუმცა შვედი ფეხბურთელი დღეს Milanelo-ზე გამოჩნდა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

ზლატანი, რომელმაც მილანთან კონტრაქტი ერთი წლით ახლახანს გაახანგრძლივა, 3 ოქტომბერს 39 წლის ხდება…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *