Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იბრა:“ ჯიჯოს შეეძლო, რომ მალდინის მსგავსად მისტერ მილანი გამხდარიყო“

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ჯიჯო დონარუმას მილანიდან წასვლაზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ვარ თუ არა იმედგაცრუებული, რომ ნაკრებს ტრავმის გამო ვერ ვეხმარები ? მე უფრო იმედგაცრუებული მილანის გამო ვარ, რადგან გასულ სეზონში ტრავმების გამო ძალიან ბევრი გამიცდა. მსურდა, რომ გუნდს უფრო მეტად დავხმარებოდი.

„მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც სეზონში დაახლოებით 50 მატჩს ატარებს, თუმცა შესაძლოა უფრო რეალისტი უნდა ვიყო და ჩემი სხეული ნაკლებად დავტვირთო.

„რა თქმა უნდა, მე ნაკრების გამოც ვწუხვარ, თუმცა ისინი ჩემს გარეშე თამაშს უკვე მიეჩვივნენ და მე შვედეთის ნაკრებს სახლიდან ვუქომაგებ.

„ჩვენ მილანში სკუდეტოს მოგება გვინდოდა და ამასთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა შემდეგ გუნდში ტრავმების მხრივ ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე დავბრუნდით, რაც პოზიტიური შედეგია.

„დონარუმა ? ის მილანში გაიზარდა და შეეძლო, რომ გუნდში 20 წლის განმავლობაში ეთამაშა. ის მსოფლიოში საუკეთესო კიპერია და მილანში დარჩენის შემთხვევაში მალდინის მსგავსად მისტერ მილანი გახდებოდა. მე მას მილანში დარჩენას ვურჩევდი, თუმცა საკუთარ ბედზე გადაწყვეტილებას ყველა ადამიანი თავად იღებს.

„ჟირუ ? რაც უფრო მეტი მაღალი დონის ფეხბურთელი გვეყოლება, ეს გუნდისთვის უფრო კარგი იქნება. ჟირუს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და მას ზურგს ბევრი ტიტული უმაგრებს, რითიც მილანის ფეხბურთელების უმრავლესობა ვერ დაიკვეხნის.“