Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იკონეს ტრანსფერისთვის მილანი და ინტერი იბრძოლებენ

სხვა რამდენიმე გუნდთან ერთად, ლილის გარემარბის ჯონათან იკონეს ტრანსფერისთვის მილანი და ინტერი იბრძოლებენ.

როსონერი 23 წლის ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერით უკვე დიდი ხანია ინტერესდება და Calciomercato-ს ინფორმაციით, მარჯვენა გარემარბის ტრანსფერისთვის ბრძოლაში ნერაძურიც ჩაერთო.

იკონემ ლილის რიგებში ლიგა 1-ის ტიტულის მოგებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და საერთო ჯამში 48 მატჩში 7 გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

ესპანური გამოცემა AS-ს ინფორმაციით, მილანური გრანდების გარდა ფეხბურთელის გაფორმება რეალ ბეტისს, ვალენსიას და დორტმუნდსაც სურთ.