Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიეს აგენტმა ფეხბურთელის ნაპოლიდან წასვლა არ გამორიცხა

ლორენცო ინსინიე და ნაპოლი ახალ კონტრაქტზე კვლავ ვერ თანხმდებიან და ფეხბურთელს ბოლო პერიოდში მსურველები მოუმრავლდნენ, მათ სიას კი სულ ახლახანს ინტერიც დაემატა.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ნაპოლი მზად არის იტალიელი ფორვარდი 25-30 მილიონის სანაცვლოდ გაასხვისოს და ზენიტმა პარტენოპეის აღნიშნული თანხა შესთავაზა, თუმცა ლორენცო რუსეთში გადაბარგებას არ აპირებს.

„ლორენცოს კონტრაქტის სიტუაცია ყველამ კარგად იცის და რა მოხდება, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს.

„ვადასტურებ, რომ ზენიტი ინსინიეს თაობაზე ჩვენს სააგენტოს დაუკავშირდა, თუმცა ლორენცოს ზენიტში ხილვა ძალიან რთული წარმოსადგენია.“