Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიეს აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა

ლორენცო ინსინიეს აგენტმა ვინჩენცო პისაჩანემ იტალიელი ფორვარდის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ინსინიეს პარტენოპეისთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება ხელფასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო ვერ ხერხდება.

„მედიაში წავიკითხე, რომ ჩვენ ინტერისგან წლიურად 7 მილიონს და ბონუსებს ვითხოვთ, რაც სრული სიცრუეა.

„არნიშნული რიცხვები სიმართლეს არ შეესაბამება და ლორენცოს გამოყვანა ისე, თითქოს მას ფულის მეტი არაფერი აინტერესებს, სწორი ა რარის.

„მე კონკრეტული თანხების დასახელებას არ ვაპირებ, თუმცა ნაპოლის წინადადება ადეკვატური არ არის.

„ჩვენ გუნდთან და პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და არანაირი დაპირისპირება არ გვსურს, თუმცა ერთ დღეს ყველა გაიგებს, თუ რა მოხდა. პრეზიდენტმა ჩემთან საუბარი საერთოდ არ ისურვა და გიუნტოლისთან (სპორტული დირექტორი) გამაგზავნა.

„როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ლორენცო 30 ივნისამდე უდიდესი პროფესიონალი იქნება, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება. მე იანვრამდე არც ერთ სხვა გუნდთან საუბარს არ ვაპირებ, 2 იანვრიდან კი სხვა წინადადებებსაც განვიხილავ.

„დარჩება თუ არა ის იტალიაში, თუ ნაპოლის დატოვებს ? ვფიქრობ, რომ როდესაც ერთსა და იმავე გუნდში ამდენ დროს ატარებ, იმ ქვეყნის სხვა გუნდში თამაში ძალიან რთული იქნება. ვფიქრობ, რომ ლორენცოსთვის სხვა ჩემპიონატში თამაში კარგი გამოცდილება იქნებოდა ისევე, როგორც ეს დელ პიერომ ქნა, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა.

„ახლა ნაპოლი და ინსინიე შეთანხმებისგან საკმაოდ შორს არიან, მაგრამ  ყველაფერი შესაძლოა 10 წუთში შეიცვალოს, ეს ყველაფერი დე ლაურენტისზეა დამოკიდებული.“