Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ყველაზე ცუდი სტარტი გუნდის ისტორიაში

რომასთან მარცხის შემდეგ, ინტერს სერია ა-ს 8 მატჩის შემდეგ 4 წაგება დაუგროვდა და ასეთი ცუდი შედეგი გუნდის ისტორიაში სულ მეორედ განმეორდა.

პირველად ასეთი რამ ინტერის ისტორიაში 2011-12 წლების სეზონსი მოხდა, როდესაც გუნდის თავკაცი ჯან პიერო გასპერინი გახლდათ. ატალანტას ამჟამინდელი თავკაცი 5 შეხვედრის შემდეგ გაუშვეს გუნდიდან და მის ნაცვლად ნერაძური კლაუდიო რანიერიმ ჩაიბარა, რომელმაც ბოლონიასთან გამარჯვება მოახერხა, თუმცა ნაპოლისთან და კატანიასთან მარცხი იწვნია.

იმ სეზონში ინტერმა სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილი დაიკავა.