Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის შთამბეჭდავი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე

ინტერში სიმონე ინძაგის მისვლა გუნდს ძალიან მალე დაეტყო. კონტეს გუნდისგან განსხვავებით, ნერაძური დღეს უფრო შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობს, რაც მათ სტატისტიკაზეც აისახა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩში მეტოქე გუნდის კარის მიმართულების 100-ჯერ დაარტყა, რაც ბაიერნის, მანჩესტერ სიტის და ჩელსის მაჩვენებლებზე უკეთესი შედეგია და ბენეამატა ამ მაჩვენებლით ლიდერობს.

კონკრეტულად ფეხბურთელებს რაც შეეხება, მეტოქე გუნდის კარს ყველაზე მეტჯერ ლაუტარო მარტინესი დაემუქრა, რომელმაც 23 დარტყმა განახორციელა და ამ მაჩვენებლით ის სიტის მაჰრეზისა და რეალის ბენზემასთან ერთად პირველ ადგილზეა.

დაცვას რაც შეეხება, ინტერმა 5 მატჩში მხოლდო 3 გოლი გაუშვა, რაც ჩელსის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.