Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ბარელასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ნიკოლო ბარელამ გასულ სეზონში ინტერის რიგებში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და 24 წლის ნახევარმცველმა შესანიშნავი თამაში ნაკრების რიგებშიც გააგრძელა, რის გამოც არაერთი ევროპული გრანდის ყურადღება დაიმსახურა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერს ბარელას ტრანსფერზე რამდენიმე ინგლისურმა გრანდმა მიმართა, მაგრამ ნიკოლო იმ იშვიათ ფეხბურთელთა სიაში შედის, რომლის გაყიდვასაც ბენეამატა არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს.

იტალიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან 2024 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა ნერაძურის ხელშეკრულების 2026 წლამდე გაფორმება სურს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის ხელფასი 2.5 მილიონიდან 4 მილიონამდე გაიზრდება და მეტიც, სამირ ჰანდანოვიჩის წასვლის შემდეგ ის კაპიტნის სამკლაურს გადაიბარებს.