Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ბროზოვიჩს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

მატსელო ბროზოვიჩი ანტონიო კონტეს ინტერში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო და ეს არც სიმონე ინძაგის გუნდში შეიცვლება.

ხორვატ ფეხბურთელს ნერაძურისთან მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და Corriere dello Sport-ის ცნობით, სიმონე ინძაგის მოთხოვნით ინტერი ხორვატი ნახევარმცველის ახალ კონტრაქტზე უკვე მუშაობს.

წყაროს ინფორმაციით, მარსელო ბენეამატასთან ხელშეკრულებას 2024 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და მისი წლიური ანაზღაურება 4.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება.