Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი დ’ამბროზიოს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

დანილო დ’ამბროზიოს კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა როგორც ჩანს ნერაძურის მისი გაშვება არ სურს და იტალიელ ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

ბოლო დღეებში ფეხბურთელის მიმართ მილანის ინტერესზე არაერთმა წყარომ დაწერა, თუმცა Calciomercato-ს ინფორმაციით, ნერაძური 32 წლის ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს უმზადებს.