Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და ბენფიკა შეთანხმებასთან ახლოს არიან…

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ჟოაო მარიომ ბენფიკასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ახლა მწვანე შუქს ინტერისგან ელოდება, რომელსაც ტრანსფერის შეთანხმება სპორტინგთან მოუწევს.

ინტერმა ჟოაო მარიო  სპორტინგისგან 2016 წლის აგვისტოში 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, თუმცა მან იმედების გამართლება ვერ მოახერხა და იქიდან გამომდინარე, რომ 28 წლის ხელშეკრულება ინტერთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, ბენეამატას მისი გაყიდვა სურს.

მარიოს ტრანსფერით ბენფიკა ინტერესდება და მზად არის ინტერს მოთხოვნილი 8 მილიონი გადაუხადოს, მაგრამ 2016 წელს, როდესაც ნერაძურიმ ფეხბურთელი სპორტინგისგან გაიფორმა, კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც მარიოს ლომების გარდა სხვა პორტუგალიურ კლუბში თამაშის უფლება არ ექნებოდა, ამიტომ ინტერს პირველ რიგში ტრანსფერზე უფლების მიღება სპორტინგისგან მოუწევს…