Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი და ბროზოვიჩი ვერ თანხმდებიან…

მარსელო ბროზოვიჩი ანტონიო კონტეს გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი ფეხბურთელი იყო და მას ნერაძურიში დარჩენა სურს. ბენეამატას ახალმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ გუნდის ხელმძღვანელობას ხორვატი ნახევარმცველის შენარჩუნება სთხოვა, თუმცა ეს მარტივი არ იქნება.

მარსელო ბროზოვიჩის მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე საუბარი უკვე დაწყებულია.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერი მზად არის ბროზოვიჩს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგრძლივოს, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობას იგივე ხელფასის – 3.5 მილიონი ევროს შენარჩუნება სურს, ბროზოვიჩი კი თავის მხრივ ხელფასის 5 მილიონამდე გაზრდას ითხოვს. ნერაძური სახელფასო ჭერის 15 პროცენტით შემცირებას ცდილობს და ბროზოვიჩის მოთხოვნა მათ გეგმებში არ შედის…