ინტერი და ნაინგოლანი კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობენ
იტალიური გამოცემა SportMediaset-ის ინფორმაციით, ინტერი და რაჯა ნაინგოლანი კონტრაქტის გაწყვეტაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ძალიან მალე ბელგიელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება.
33 წლის ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი ინტერთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და სეზონში ის ანაზღაურების სახით 3.5 მილიონს იღებს, რომლის გადახდაც ბენეამატას არ სურს და მზად არის ფეხბურთელთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტოს, ამისთვის კი გუნდს ფეხბურთელისთვის დაახლოებით 1 მილიონის გადახდა მოუწევს.
ნაინგოლანი სავარაუდოდ კარიერას კვლავ სერია ა-ში, ამჯერად კალიარის რიგებში გააგრძელებს, სადაც მან გასული სეზონი იჯარის წესით გაატარა.